18 აგვისტო 2019,   12:03
ვრცლად
გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს პოლიტიკურ პარტნიორად აშშ-სა და ევროკავშირს ასახელებს -IRI 

IRI-ის გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ საქართველოს უმთავრესი პოლიტიკური პარტნიორი რუსეთია. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგებს მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 50% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ია, ხოლო - 47%-ის აზრით კი, ევროკავშირი. გამოკითხულთა 29% ქვეყნის უმთავრეს პარტნიორად უკრაინას ასახელებს.

შეკითხვაზე, რომელი ქვეყანაა საქართველოს უმთავრესი პოლიტიკური პარტნიორი, შედეგები დეტალურად ასე გადანაწილდა:

აშშ 50%

ევროკავშირი 47%

უკრაინა 29%

აზერბაიჯანი 9%

თურქეთი 8%

სომხეთი 7%

რუსეთი 5%.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის სრული შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნებამდე „კურიერმა“ მოიპოვა.

დღის ამბები