06 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი ღამე და 14 დაკავებული - შსს ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეების დაპატიმრებებს განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეების დაპატიმრებებს განაგრძობს. დაკავებულია საპროტესტო აქციის კიდევ სამი მონაწილე. მათ შორის არის ლევან ჯიქური, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის გამოჯანმრთელებამდე კი ადვოკატი მის მიმართ დაწყებული დევნის შეწყვეტას ითხოვს.

დაკავებულთა შორისაა 45 წლის ცოტნე ცოტიაშვილი, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს სპეცრაზმის მსხვერპლი თავად გახდა. ადვოკატის თქმით, მოქალაქეს მიბჯენით ფეხში ესროლეს. 10 დღის წინ პოლიციელელების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხეს, დილით კი შინდისში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულია ასევე ორი სპეცრაზმელი. საკუთარი გადაწყვეტილებით გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას და იყო თუ არა პირდაპირი დირექტივა აქცია სასტიკად დაერბიათ, სასამართლო პროცესზე ამის შესახებ არაფერი უთქვამს ორიდან ერთ-ერთ სპეცრაზმელს, რომელიც 20 ივნისის საქმეზეა დაკავებული. 2 საათიანი სასამართლო პროცესი ისე დასრულდა, რომ ყოფილ სპეცრაზმელს მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნაზე არაფერი უთქვამს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ისევ დუმილის უფლებას იყენებს.

ლევან იმერლიშვილი დუმს, პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ აქვთ ვიდეომასალა, სადაც 40 წლის მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურატურაში ჩატარდა. ლევან იმერლიშვილი ახმეტიდანაა. მისი ოჯახის წევრები დღეს სასამართლო პროცესს არ დასწრებიან. ძმა ვერ ასახელებს მიზეზს, რატომ გამოიჩინა სისასტიკე სპეცრაზმელმა მომიტინგეების მიმართ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კი მარტივად გასარჩევია, რომ ძალას არა ერთმა, არამედ რამდენიმე პოლიციელმა გადაამეტა. ამ კადრებზე დაყრდნობით, საქმის პროკურორი ამბობს, რომ მხოლოდ ლევან იმერლიშვილის დანაშაული გამოიკვეთა.

დღის ამბები