17 სექტემბერი 2019,   03:05
ვრცლად
წყალდიდობა თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას თურქეთში. ძლიერმა წვიმამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონები დააზარალა.

მოვარდნილმა წყალმა დაანგრია სახლები და წაიღო ავტომობილები. სტიქიის ზონიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. ხალხის გამოსაყვანად რეგიონში სამაშველო ვერტმფრენები გაიგზავნა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ოპერაციას უამინდობა აფერხებს. მაშველები ათამდე დაკარგულ ადმიანს ეძებენ.

დღის ამბები