02 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს

ალექსეი ნავალნი კვლავ დააპატიმრეს. რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში საკუთარ სახლთან აიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება მან ვიდეომიმართვის საშუალებით თავად გააკეთა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სახლიდან დილით სავარჯიშოდ გავიდა, მაგრამ სადარბაზოსთან პოლიციელები დახვდნენ და დააკავეს.

ალექსეი ნავალნის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, მისივე განცხადება გახდა. ნავალნიმ მოსახლეობას მოუწოდა თუ  ოპოზოციონერ კანდიდატებს ქალაქის სათათბიროს არჩევნებში კვლავ არ დაუშვებენ, მოსკოვის მერიასთან შაბათსაც შეიკრობონ.

დღის ამბები