08 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
თუ გვინდა, რომ თავს ვგრძნობდეთ დაცულად, კანონი უნდა კანონობდეს და ამისთვის უნდა გადადგეს გახარია - ანა ნაცვლიშვილი

აქციის 37-ე დღე და პროტესტი განსხვავებული ფორმით გამოხატვა გრძელდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქმედი სტუდიის სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები იყვნენ.

იურისტმა, ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება სასამართლო სისტემასა და კანონის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი გახარია უპირობოდ უნდა გადადგეს, რადგან მან კანონი დაარღვია და პოლიცია დაუპირისპირა მოქალაქეებს.

„თუ გვინდა, რომ თავს ვგრძნობდეთ დაცულად, კანონი უნდა კანონობდეს და ამისთვის უნდა გადადგეს გახარია. მან დაარღვია კანონი, მან დააშავა საქართველოს მოქალაქეები, მან ამისთვის გამოიყენა სახელმწიფო ინსტიტუტი, უმნიშვნელოვანესი, პოლიცია დაუპირისპირა ხალხს და ახლა გვატყუებს, რომ იმიტომ რჩება თანამდებობაზე, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს თურმე კარგად. მისი თანამდებობაზე დარჩენის პირობებში, გამოძიება ვერ წარმართება ობიექტურად და სრულყოფილად. მთავარი საფრთხე არის ის, რომ სასამართლო სისტემა იყოს მხოლოდ ფურცელზე, იყოს ბუტაფორია,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

აქციაზე შეკრებილებს სასამართლო სისტემის გამართულად მნიშვნელობაზე ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდა აუცილებელია.

Image result for გიორგი მშვენიერაძე„ჩვენ სასამართლო არც არასდროს გვყოლია, უფრო სწორად, არც არასდროს არ გვყოლია დამოუკიდებელი სასამართლო და ეს უნდა გავიაზროთ ყველამ. 2012 წელს გაჩნდა შანსი, მგონი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შანსი, რომ სასამართლოში რაღაცები შეცვლილიყო. შეცვლილიყო ის, რომ თქვენ რომ პრობლემა გაქვთ, იმედი უნდა გქონდეთ არა პოლიციის იმდენი, არა პროკურატურის, არა ჯარის იმდენი, არა მეზობლის, არამედ სასამართლოს იმედი უნდა ჰქონდეთ, იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, ადამიანს, როცა პრობლემა ექმნება, პირველი, ვინც ახსენდება ეს არის მოსამართლე, რომელსაც ენდობა, რომელიც მისთვის სამაგალითოა და ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ნდობა სასამართლომ ვერ მოიპოვა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები