30 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
მორის მაჩალიკაშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და კიდევ 2 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ 4 მომიტინგეს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბეჟან ლორთქიფანიძე, მორის მაჩალიკაშვილი, გიორგი ქურდოვანიძე და ილია მემარნიშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

დღის ამბები