06 მაისი 2024,   19:35
ვრცლად
" საქმე გვაქვს ინსტრუმენტთან, რომელიც ახორციელებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან" - დოლიძე "რუსთავი 2-ისა" და TBC ბანკის საქმეებზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღესაც გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრები ქეთევან მესხიშვილს უსმენენ, მეორე კანდიდატი კი ლევან მესხორაძეა. კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გააკეთა და ქართული მართლმსაჯულება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში დაადანაშაულა.

ამის მაგალითად კი მან "რუსთავი2-ის" დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი მოიყვანა, რომელიც უკვე წლებია, რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

„გამოძიების არარსებობა „რუსთავი2-ის" თემაზე - რამდენი ხანია, დვალს და აქიმიძეს შეტანილი აქვთ საჩივარი და ჩამი-ჩუმი არ ისმის მთავარი პროკურატურიდან მათი საკუთრების უფლების დარღვევაზე.

იმავდროულად, როდესაც უსწრაფესად წავიდა გამოძიება მამუკა ხაზარაძისა და ჯაფარაძის მიმართ ფულის გათეთრების თემაზე. ამ ორი საქმის შედარება მიუთითებს, რამდენად მოქმედებს შერჩევითი სამართალი პროკურატურის ხელში. ერთ საქმეზე სადაც არ არის ხელისუფლების ინტერესი, გამოძიება არ დგება წლების განმავლობაში, დვალსა და აქიმიძეს ვგულისხმობ.

მეორე საქმეზე, სადაც არსებობს ხელისუფლების პირდაპირ ინტერესი, გამოძიება მიმდინარეობს, თუნდაც ძალიან რთულ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან სწრაფად. ამ ორი თემის შედარება გვაჩვენებს, რომ საქმე არ გვაქვს ობიექტურ, სამართლიან გამოძიებასთან, სასამართლოსა და პროკურატურასთან, საქმე გვაქვს ინსტრუმენტთან, რომელიც ახორციელებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

გასაუბრების დაწყების შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საბჭოს არამოსამართლე წევრებს უპასუხეს იმასთან დაკავშირებით, რომ გასაუბრების პროცესი ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლეების განცხადებით, მათ ისედაც გაითვალისწინეს ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის პრეტენზიები და კანდიდატები, რომელთაც დღის განმავლობაში უნდა გაესაუბრონ, სამიდან ორამდე შეამცირეს. მათი თქმით, არ სურთ, რომ გასაუბრების პროცესი შეჩერდეს და სექტემბერში გაგრძელდეს.

დღის ამბები