06 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
"პოლიტიკური იმპოტენცია“- უგულავა ლარის გაუფასურებაზე, ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე დაკისრებას აფასებს 

„ეს არის პოლიტიკური იმპოტენცია მეტი არაფერი“- ასე ეხმაურება გიგი უგულავა ლარის რეკორდულ გაუფასურებას.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, რომ გადადგას სწორი ეკონომიკური ნაბიჯები და ცდილობს ოპოზიციისკენ ხელის გაშვერით პასუხისმგებლობა აიცილოს.

"როდესაც ხელისუფლებას არ აქვს უნარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, იმ ხელისუფლებას როგორ უნდა მოსთხოვო რამის გაკეთება. თუ ეკონომიკა არის დივესიფიცირებული, ეკონომიკის სექტორები ერთმანეთს აბალანსებენ, ერთმანეთს არ ჭამენ და არის სინქრონში ნებისმიერ შოკს უძლებს ეკონომიკა და შესაბამისად ეროვნული ვალუტა. ესე იყო როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო, ესე იყო როდესაც ომი გადავიტანეთ რუსეთთან, ესე იყო როდესაც მაშინ, 2006 -ში მთავარი სავაჭრო  პარტნიორმა რუსეთმა დაკეტა ჩვენი აგროპროდუქტებისთვის და საერთოდ სანქციებში მოგვახვედრა. არც ამ მართლა რეალურ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისას არ მოჰყოლია ეროვნული ვალუტის ჩამოქცევა. ჩვენ გვყავს არაფრის მაქნისი, მავნებელი და უკვე მოძალადე მთავრობა. ტესტი არის მარტივი, თუ ეს ყველაფერი აქციების გამო ხდება მაშინ გადადგეს გახარია,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ, ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.9718 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0211 ლარი შეადგინა.

ლარის გაუფასურებაზე ოპოზიციას პასუხისმგებლობა დღეს უკვე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დააკისრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები