18 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"გადატრიალების, პარლამენტში შევარდნის მცდელობები, პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინება " - ცქიტიშვილი ლარის გაუფასურებას ოპოზიციას და "რუსთავი2"-ს აბრალებს

ვიცე-პრემიერი ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ცქიტიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა მისი მსგავსი რადიკალური ჯგუფები ამ პროცესს ხელს უშლის, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე აისახება. მაია ცქიტიშცილი ასევე აკრიტიკებს იმ ექსპერტებსაც, რომლებიც მთავრობას ეკონომიკურ ნაბიჯებს უწუნებენ. 

Image result for მაია ცქიტიშვილი"ლარს პირველ რიგში სჭირდება სტაბილურობა და პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით. მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს და როდესაც ჩვენი სკანდალური ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფოს თითქოს არ აქვს პროგრამა რა თქმა უნდა ტყუილია. არ მომერიდება ამის თქმა. სახელმწიფოს ყველა ქმედება მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი გლეხები, ჩვენი მეწარმეები გაძლიერდნენ. ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით, რომ მათ შექმნან როგორც საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტი, ააშენონ სასტუმროები და ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი. ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი რასაც ჩვენ ვიღებთ,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცე-პრემიერი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ოპოზიციის გარდა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-საც აბრალებს. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინებამ, ცუდად იმოქმედა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და დააკარგვინა სტაბილურობა, რომელიც მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" პრაგმატული პოლიტიკით შეძლო. 

ცქიტიშვილის თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ დაკარგული სტაბილურობის და ურთიერთობის აღდგენით არის დაკავებული. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და უშუალოდ თქვენმა ტელეკომპანიამაც და თქვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, ეცადნენ ამ სტაბილურობის დარღვევა და საქართველოს მთავრობა ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რთულად მიღწევადი იყო და ძალიან რთულად მოსაძიებელი იყო ის გაყიდვები, ის ტურისტები, რომლებიც ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვყავდა,"-ამბობს ცქიტიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები