06 მაისი 2024,   04:49
ვრცლად
ქალბატონო ცქიტიშვილო, ვაი თქვენს პატრონს - გიორგი ვაშაძე ვიცე-პრემიერს პასუხობს

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომელმაც ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, გიორგი ვაშაძე ეხმაურება. პოლიტიკური პლატფორმა - "ახალი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას სიცრუე დააჯეროს. მისი თქმით, რეალურად ლარის კურსის ვარდნა პირდაპირ უკავშირდება სამთავრობო კორუფციას და ასევე იმ სამარცხვინო ნაბიჯებს, რომელსაც ეკონომიკური გუნდი დგამს.

„ქალბატონმა ცქიტიშვილმა ძალიან ბევრი ნაცარი მოაგროვა, შუბლის ძარღვი გაიწყვიტა, აი ესე შემოგვაყარა ახლა ეს ნაცარი თავის კომენტარში და უნდა რომ რაღაც აბსურდში დაგვაჯეროს.  ამის გარდა მოდი რეალური მიზეზები ვთქვათ, რატომ უფასურდება ლარი და რატომ ვღარიბდებით ყოველდღიურად. პირველი იმიტომ, რომ მათშორის ქალბატონო ცქიტიშვილის უწყებაში გამეფებული არის კატასტროფული კორუფცია. როცა აბრალებ რუსთავი 2-ს რაღაცას, ჯერ მიმოიხედე მაინც გარშემო, შენ თავს შეხედე, სარკეში ჩაიხედე და ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილებები და ამის შემდეგ გააკეთე განცხადებები. სამარცხვინოა რაც დღეს ხდება ქვეყანაში თქვენი მავნებლობის გამო ქალბატონო ცქიტიშვილო. ვართ უბედურებაში, ლარის კურსი ჩამოგვექცა თავზე, ეკონომიკა მიდის უკან. არანაირი გეგმა, არანაირი სტრატეგია. და ერთადერთი რასაც ამბობთ, რომ 600 ათასი ევროთი დავასუფსიდიროთ რუსეთის რეისები. ვაი თქვენს პატრონს, თუ გგონიათ რომ ამას ქართველი ხალხი შეჭამს თქვენგან,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ, ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.9718 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0211 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები