02 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
კალიფორნიაში ხალხმრავალ სანაპიროზე კლდე ჩამოიშალა - არის მსხვერპლი

კალიფორნიაში უბედური შემთხვევა მოხდაა. სანდიეგოს შემოგარენში ხალხმრავალ სანაპიროზე კლდე ჩამოიშალა. არის მსხვერპლიც.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სამი დამსვენებელი. 4 დაშავებული მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. პლიაჟი დამსვენებლებისთვის დროებით დაიხურა.

დღის ამბები