02 მაისი 2024,   15:33
ვრცლად
წელს ტურისტების რაოდენობა გაიზარდა - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის არგუმენტები ლარის გაუფასურებაზე დაანგრია 

ხელისუფლების კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც უკვე ოფიციალური მონაცემებით დასტურდება - მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი, ლარის კატასტროფული გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, ტურისტული ნაკადის შემცირებას ასახელებს, ოფიციალური მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა საქართველოში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისას, ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა. 

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, ვიზიტორების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 5,8 პროცენტით გაიზარდა. 

„ივლისის მიმართულებით ჯამურად საერთაშორისო ვიზიტორები გაზრდილია ოთხ-ნახევარი პროცენტით. ტურისტულ ვიზიტებში გვაქვს ერთ პროცენტიანი ზრდა. ის ციფრი, რომელიც ჩვენ გაგიჟღერეთ გამჭვირვალედ გულისხმობს იმას, რომ ერთ პროცენტიანი მაჩვენებლით არის გაზრდილი. გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ზრდის ტემპი არის შემცირებული,“- განაცხადა ქვრივიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები