07 მაისი 2024,   09:11
ვრცლად
„ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ადგილი არ არის“ - ტრამპი აშშ-ში მომხდარ თავდასხმებს ეხმაურება

„ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ადგილი არ არის,“ -  ასე ეხმაურება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოჰაიოსა და ტეხასის შტატებში მოწყობილ თავდასხმებს. დონალდ ტრამპი მომხდარს ადამიანების ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირებს და მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად დამატებითი ზომების მიღებას აპირებს. რამდენიმე საათიანი ინტერვალით მომხდარ თავდასხმებს, საერთო ჯამში 29 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

ამერიკელები 24 საათში მომხდარი ორი მასობრივი მკვლელობის დროს დაღუპულებს გლოვობენ. ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში მოწყობილი თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. პოლიციამ დამნაშავის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე საათში გაასაჯაროვა და თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან სამართალდამცველები 24 წლის კონორ ბეტს, რომელმაც ცეცხლი ღამის კლუბის მახლობლად გახსნა და 9 ადამიანი მოკლა. გარდაცვლილთა შორის თავდამსხმელის დაც აღმოჩნდა. 22 წლის მეგან ბეტსისა და მისი მეგობრის ცხედრები პოლიციამ მანქანაში იპოვა. თავდასხმის დროს ასევე 27 ადამიანი დაშავდა.

რაც შეეხება ტეხასის შტატში მომხდარ თავდასხმას,  გამოძიება შიდა ტერორიზმის ბრალდებით მიმდინარეობს. პროკურატურა 21 წლის დამნაშავისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას მოითხოვს. პატრიკ კრუზიუსმა ცეცხლი ელ პასოს სავაჭრო ცენტრში გახსნა და 20 ადამიანი მოკლა. ის სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს.

დღის ამბები