09 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონგრესზე ისაუბრეს

ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კონგრესზე მსჯელობის მთავარი თემა იყო. საკითხი ცენტრმა "ემპათიამ" წარადგინა, კონგრესის მონაწილეებმა კი ტატუნაშვილის შემთხვევა განიხილეს, როგორც წამების შედეგად სასატიკი მკვლელობა.

რამდენიმე დღეში ასევე იგეგმება ავსტრიულ ჟურნალში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება, სადაც საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ იქნება.

„არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვლილი გახლდათ სასტიკი წამების შედეგად და წამების სხვადასხვა მეთოდი, 10-ზე მეტი მეთოდი სასტიკი იქნა გამოყენებული. ეს ორიგინალური შემთხვევა იქნა ჩვენ მიერ პრეზენტირებული, წარდგენილი კონგრესზე,“ - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

დღის ამბები