03 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა - დაშავდა 10 ადამიანი

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა. “ურალის ავიახაზების” კუთვნილი ა-321, რომელიც მოსკოვი-სიმფეროპოლის რეისს ასრულებდა, რუსეთის დედაქალაქის მახლობლად სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა. წინასწარი ინფორმაციით, გაუმართაობის მიზეზი ფრინველებთან შეჯახება გახდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა.

ავარიის დროს ბორტზე 234 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები