06 მაისი 2024,   20:37
ვრცლად
ენის მოჩლექვით საუბარი რუსეთთან ბორდერიზაციას კი არ აჩერებს, არამედ ახალისებს - დავით ბერძენიშვილი

„ამ ჩვენს ხელისუფლებას რამენაირად უნდა გავაგებინოთ, რომ ენის მოჩლექვით საუბარი რუსეთთან ბორდერიზაციას კი არ აჩერებს, ბორდერიზაციას ის ახალისებს,“ - ეს განცხადება "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

ბერძენიშვილი გეგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.

„საქართველო მუდმივად იქნება ამ გასაჭირში, სანამ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს დასავლეთში სრულფასოვან ინტეგრირებას და ვინც არ ცდილობს სრულფასოვან ინტეგრირებას, ის აღრმავებს საქართველოს პრობლემას. არ ცდილობს ნატო-ში ინტეგრირებას ეს ხელისუფლება და ნატო-ში ინტეგრირებას სჭირდება მეტი მიზანმიმართულობა, მეტი აგრესიული პოლიტიკა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

დღის ამბები