20 ოქტომბერი 2019,   05:50
ვრცლად
„სოფლის ნებაა და როგორც უნდათ ისე გააკეთონ" - მუხრანის გამგებელი სტალინის ბიუსტი შეღებვაზე

მუხრანში სტალინის ბიუსტი შეღებეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მუხრანის გამგებელი ”კურიერთან” საუბრისას განმარტავს, რომ ძეგლი სავარაუდოდ ადგილობრივებმა შეღებეს და ის ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

„მანდ ეგ სოფელმა გააკეთა, ხალხმა გააკეთა, მანდ ვინც სხედან და დაელაპარაკეთ მაგათ.  მნიშვნელოვანია ან ქვეყნისთვის, ან ერისთვის? აი, რატომ უნდა ვიცოდე, გეკითხებით მე. ეგ ერის ნებაა, სოფლის ნებაა და როგორც უნდათ, ისე გააკეთონ,“- განაცხადა გიორგი გაბარაშვილმა.

დღის ამბები