26 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
ვითარება სირიაში - დემოკრატებმა ტრამპი ქურთების მიტოვებაში დაადანაშაულეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატების მხრიდან მორიგი კრიტიკის ობიექტი გახდა. ახალი სკანდალი სირიის ჩრდილოეთიდან სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ტრამპმა ჯარის გაყვანა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა სირიელ ქურთებზე იერიშის მიტანა დააანონსა.

ტრამპი ოპონენტებმა ქურთების მიტოვებაში დაადანაშაულეს, მას კონგრესში მოღალატეც კი უწოდეს. თავის მხრივ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერის საშუალებით უარყო ქურთების მიტოვება და მათ იარაღით დახმარებას შეჰპირდა. ასევე ტრამპმა ერდოღანი ვაშინგტონში მოსალაპარაკებლად 13 ნოემბერს მიიწვია.

დღის ამბები