16 ნოემბერი 2019,   05:31
ვრცლად
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი წაუყენეს

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი წაუყენეს. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება - ამ მუხლებით გაასამართლებენ 32 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს.

გორის პოლიციის დატოვების შემდეგ ადვოკატმა დეკანოიძის პოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდებული თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს და აცხადებს, რომ  ყოფილი ცოლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

ადვოკატის თქმით, დეკანოიძეს ყოფილ ცოლთან შვილების შემდგომ ბედზე საუბარი სურდა და მოსალაპარაკებლად მივიდა, რა დროსაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

შეგახსენებთ, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. მას თავში მრავლობითი ჭრილობა იარაღის კონდახით ჰქონდა მიყენებული.

დღის ამბები