26 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
მდინარაძე: ოპოზიციის "აბსურდული ლოგიკით", სუს-ის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის გვერდითაც არ უნდა იყოს ჩავლილი

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას აბსურდულს უწოდებს მამუკა მდინარაძე. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციის "აბსურდული ლოგიკით", სუს-ის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის წევრების გვერდითაც კი არ უნდა იყოს ჩავლილი. 

"ოპოზიციის ლოგიკა ასეთია - ის ავიწროვებს წრეს, არ უნდა იყოს ადამიანი მმართველ გუნდთან არანაირ შემხებლობაში, სიახლოვესაც არ უნდა იყოს გავლილი არც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, არც მმართველ გუნდთან და ამ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს, ისინი როგორც ამბობენ. ბოლოს იქამდე მივალთ, რომ ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი უნდა იყოს, რომ მხარი დაუჭირონ. რაღაც ასეთ აბსურდულ ლოგიკამდე მივდივართ. ამ დროს, ლილუაშვილი არის პროფესიონალი კადრი, რაც არის მთავარი განმსაზღვრელი, რის გამოც მმართველი პარტია მის კანდიდატურას უჭერს მხარს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები