02 მაისი 2024,   10:56
ვრცლად
ხაზარაძე: კალაძის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის მასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. ხაზარაძემ კალაძის ლექსიკას "პოლიტიკოსისა და კაცისთვის შეუფერებელი" უწოდა. 

"კალაძეს ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ,"- აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხაზარაძეს ანაკლიის პორტის აშენებისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები