26 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
წნელისთან მომხდარი ინციდენტი - ევროკავშირის მისია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებას განცხადებით პასუხობს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წნელისთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დამკვირვებლები დროებით დააკავეს და ე.წ საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს.

"24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალოვნებმა ევროკავშირის დამკვირვებლების პატრული ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დროებით დააკავეს.  ამ მოვლენიდან მალევე ცხინვალში "ცხელი ხაზი" გააქტიურდა.

მისია მომხდარი ინციდენტის დეტალებს სწავლობს, რომელიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა და  ეს ტერიტორია შეესაბამება ამ რაიონის ადმინისტრაციული საზღვრების ტრადიციულ ინტერპრეტაციას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების გამო ჩორჩანა-წნელისის რაიონში სტაბილურობის დაცვის მიზნით პატრულირება მნიშვნელოვნად გააძლიერა.

ევროკავშირის მისია ღრმად შეშფოთებულია იმ შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული ძალები ხელს უშლიან დამკვირვებლებს მანდატის შესაბამისი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში.

ეს ინციდენტი ხვალ ერგნეთში IPRM-ის ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილება,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები