05 მაისი 2024,   18:02
ვრცლად
წმინდა სინოდი 31 ოქტომბერს შეიკრიბება - მღვდელმთავრები მეუფე იაკობის საკითხზე იმსჯელებენ

წმინდა სინოდი 31 ოქტომბერს შეიკრიბება - პატრიარქის გადაწყვეტილება გუშინ, დღის ბოლოს, გახდა ცნობილი. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო მეუფე იაკობის საკითხზე იმსჯელებს. სხდომას ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადამდგარი ბოდბელი ეპისკოპოსი თავადაც დაესწრება. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ, დაიწყებს თუ არა ეკლესია მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. უკვე ცნობილია, რომ მეუფე იაკობი სინოდის წევრად რჩება. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ილია მეორე გადადგომას აპირებს.

საპატრიარქოს სახელით განცხადება მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა. სასულიერო პირის თქმით, ილია მეორემ მას დაავალა განეცხადებინა, რომ 31 ოქტომბერს პატრიარქის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.

"რამდენჯერმე მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. მთავარი, რაც დამავალა უწმინდესმა, რომ მეთქვა სინოდის სხდომა ჩაინიშნა 31 ოქტომბერს, ხუთშაბათს," - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

დღის ამბები