06 მაისი 2024,   18:16
ვრცლად
ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - დაშავებულია 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე - ერთმანეთს "ფოლცვაგენისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია.

როგორც "კურიერს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

ფოტო:ინფორუსთავი

დღის ამბები