06 მაისი 2024,   21:21
ვრცლად
კახეთში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში, სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც "კურიერს" ადგილობრივებმა განუცხადეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ქალთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, პოლიცის გამოძახების შემდეგ კი ის გარდაცვლილი ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით,  გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები