02 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე ახალაშენებული კორპუსის ფასადზე მუშაობის დროს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, კორპუსზე დამაგრებული გარე ლიფტი მოწყდა რის შედეგადაც მე-10 სართულიდან 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფს, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მუშა გარდაცვლილი დახვდათ.

დღის ამბები