07 დეკემბერი 2019,   20:12
ვრცლად
ემოციური დისკუსია იყო... დავიცავთ პირობას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ - აკაკი ზოიძე

"არჩევნები რომ ჩატარდეს დემოკრატიულად და ფართო პოლიტიკურმა სპექტრმა აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, ამისთვის აუცილებელია პროპორციული არჩევნები," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, უმრავლესობის სხდომამ საკმაოდ ემოციურად ჩაიარა.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

"საკმაოდ ემოციური დისკუსია იყო. პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, პარტიის მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ჩვენი პარტიული უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ დავიცვათ ის პირობა, რაც მივეცით საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიციის შეფასებები არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს ხალხის აზრი. არჩევნები რომ ჩატარდეს დემოკრატიულად და ფართო პოლიტიკურმა სპექტრმა აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, ამისთვის აუცილებელია პროპორციული არჩევნები. ეს არის მიღებული გადაწყვეტილება," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები