26 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
ჩიტაძის ქუჩაზე პირველი კარავი გაშალეს

ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ისევ კარავი გაშალეს. გეგმის მიხედვით ეს კარავი პარლამენტის პიკეტირების ერთ-ერთი ნაწილია.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პიკეტირება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

"ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, აუცილებლად გავათენებთ ღამეს და გავშლით კარავს, ვერავითარი რობოკოპები ვერ შეგვაჩერებენ. "ქართული ოცნება" მოწყვეტილია რეალობას და ხალხს ატყუებენ, ამიტომ მათი აზრი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ხალხის აზრი, ვის გვერდითაც ვდგავართ და ვიდგებით ბოლომდე," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები