02 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
რუსეთის მთავრობა ახალი კანონით დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ბლოგერებს "უცხოელ აგენტებად" დაარეგისტრირებს

რუსეთში ამოქმედდა კანონი, რომლითაც მთავრობა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და სოციალური მედიის მომხმარებლებს "უცხოელ აგენტებად" დაარეგისტრირებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, კანონი ძალაში ვლადიმერ პუტინის ხელმოწერისთანავე შევიდა და ის გავრცელდება ყველაზე, ვინც "უცხოელ აგენტად" რეგისტრირებული მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას გაავრცელებს.

პუტინის ნაბიჯს არასამთავრობო ორგანიზაციები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.

დღის ამბები