26 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
რუსეთი არ იზიარებს დიდი შვიდიანის საერთო ღირებულებებს - ელიზაბეთ რუდი

რუსეთი დიდი შვიდიანის ღირებულებებს არ იზიარებს - ამ განცხადებით ელიზაბეთ რუდი კონგრესის რეზოლუციას გამოეხმაურა.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსულებელმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

"ნათელია რომ რუსეთი არ იზიარებს დიდი შვიდიანის საერთო ღირებულებებს, ამას კი ახდენს სხვადასხვა ქმედების დემონსტრირებით, რისი მაგლითიცაა ის, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხნება, გაიყვანოს ჯარები და ნება დართოს ჰუმანიტარული დახმარების წვდომას რეგიონებში,"-განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გააკეთა, რომელის რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით ჩატარდა. 

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. შედეგად, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1,430 მოსწავლისთვის და რეაბილიტირდა 5,600 კვ/მ ფართობი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იმერეთში რეაბილიტაცია 17 საჯარო სკოლას ჩაუტარდა, საერთო ბიუჯეტით 10 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.

დღის ამბები