25 თებერვალი 2020,   01:53
ვრცლად
"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ივანიშვილის ქონება წელს 525 მილიონი დოლარით გაიზარდა

"ფორბსი" ათწლეულის მილიარდერ პოლიტიკოსთა სიას აქვეყნებს, სადაც სიის სათავეში 56 მილიარდი დოლარით შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკლ ბლუმბერგია.

შემდეგ რუსი მილიარდერი და დუმის ყოფილი დეპუტატი სულეიმან კერიმოვია. სიაში მეათე ადგილს ბიძინა ივანიშვილი 4,9 მილიარდი დოლარით იკავებს.

მილიარდერების სიას აქვეყნებს "ბლუმბერგიც", სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,52 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მილიარდერების რეიტინგში 2019 წელს ის 371-ე ადგილზეა. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ივანიშვილის ქონება წელს 525 მილიონი დოლარით გაიზარდა.

დღის ამბები