06 მაისი 2024,   19:19
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს ციხიდან გათავისუფლება, ტელეფონით მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტსა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც "კურიერს" საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილმა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა.

პრეზიდენტი მოხარულია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას და ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში. 

დღის ამბები