26 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკებს მოლაპარაკებებისკენ ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს

520-ე დადგენილების გარშემო დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკებს მოლაპარაკებებისკენ ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს.

კლინიკებისთვის ერთიანი სატარიფო გეგმის ამოქმედებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რაზეც მხარეებმა უნდა იმუშაონ. 

"ორივე მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმდნენ გარკვეულ ტარიფებზე, 520-ე დადგენილება არ უნდა აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარისხზე,"- აცხადებს ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა. 

დღის ამბები