26 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
"ამ ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები" - იონათამიშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე  

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ავტორებს ინფორმაცია მიწოდებული ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ურთიერთგამომრიცხავი თემებია აღბეჭდილი. 

"ამ ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები. მაგალითად, თუ ერთ აბზაცში არის საუბარი იმაზე, რომ აქცია 20 ივნისს იყო მშვიდობიანი, მეორეს მხრივ წერია, რომ 90-ზე მეტი სამართალდამცავი იყო დაშავებული. უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ავტორებმა და არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ Human Rights Watch 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში 5 გვერდი საქართველოს ეთმობა. მთავარი აქცენტები კეთდება რამდენიმე საკითხზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 ივნისს მთავრობამ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა კი საქართველოში პრობლემად რჩება.

ანგარიშში საუბარია ასევე საქართველოში შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, "რუსთავი 2 "-ის საქმეზე, ნარკოპოლიტიკასა და ლგბტ თემის საკითხებზე. 

დღის ამბები