26 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
5-თვიანი ტყვეობის დასრულების მოლოდინი - პენსიონერები ოძისთნ არსებული ე.წ. საზღვრის გახსნას ამ დრომდე ელოდებიან

მოსახლეობა 5-თვიანი ტყვეობის დასრულების მოლოდინში - ოძისთან არსებულ გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე ელოდებიან იმ პენსიონერებს, რომელთაც სპეციალური საშვებით საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოუშვებენ.

სულ საუბარია 150 ადამიანზე, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია მათგან რამდენი ისარგებლებს ე.წ. უშიშროების სამსახურის ორი დეკემბრის გადაწყვეტილებით.

გზა დროებით, ორშაბათის ჩათვლით უნდა გაიხსნას,  შემდეგ კი საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვები ისევ ამოქმედდება.

5-თვიანი იზოლაციის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა არაოფიციალური ცნობით პირობა გასცა, რომ გუშინ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილისთვის ე.წ. გადასასვლელები გაიხსნებოდა და კუთვნილი პენსიის ასაღებად მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოუშვებდნენ. საოკუპაციო რეჟიმის გუშინ, სოფელ ოძისთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი არ გაუხსნია.

 

დღის ამბები