26 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
"ულტიმატუმის ვადა ამოიწურა" - სალომე სამადაშვილმა სენატორების, მორიგი კრიტიკული წერილი გაასაჯაროვა

"ულტიმატუმის ვადა ამოიწურა" - მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მოწოდებას, მთავრობის მეთაურის სახელზე, სენატიდან მიღებული წერილის გასაჯაროების შესახებ, ხელისუფლება არ გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა დაპირებისამებრ, სპეციალურ ბრიფინგზ წერილის შინაარსიე გაასაჯაროვა.

სალომე სამადაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, სენატორ როჯერ ვიკერის კრიტიკული წერილის შინაარსზე ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დოკუმენტს "ქართული ოცნება" მალავდა, რადგან მასში ბიძინა ივანიშვილი ნეგატიურ კონტექსტშია მოხსენიებული. სამადაშვილის განცხადებით, წერილში საუბარია, - "ოპონენტების დევნასა და პოლიტიკურ კრიზისზე".

"საქართველოს ხელისუფლებამ წერილი იმიტომ გადამალა, რომ განსხვავებით სხვა წერილებიდან, აღნიშნულ კომუნიკაციაში პირდაპირ არის საუბარი, ბიძინა ივანიშვილის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში.

სენატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში განიხილოს, საარჩევნო სისტემაში იმ ცვლილებების უზრუნველყოფა, რომელიც დაუბრუნებს ქართველ ხალხს რწმენას საარჩევნო სისტემაში.

ეს წერილი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ქვეყანა ფაქტობრივად ჩიხში შეჰყავს,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები