26 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ამირან გამყრელიძე - ეპიდემიოლოგები იმ ადგილებში გავლენ, სადაც ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა ინტენსიურია

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლი იწყებს მუშაობას ჩინელების ჩასახლებისა და დასაქმების ადგილებში, რაც მათ შემოწმებას და მათთვის კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

"უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა. მოგეხსენებათ, ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს 3 საათზე უკვე ვიწყებთ. დაავადებათა კონტროლის ქუთაისის სამმართველოს ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში, სადაც ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან თავმოყრილი. იქ მათ დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ.

ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადების არის 5-დან 14 დღემდე. ამიტომ,  ორი კვირის განმავლობაში ვეუბნებით, რომ თუ გამოჩნდა ეს სიმპტომები, ვიმეორებ, ეს სიმპტომებია ტემპერატურა, ხველა, აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია," - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ამ პათოგენის საქართველოში გავრცელების რისკი ამ დროისთვის კვლავ ძალიან დაბალია, თუმცა უწყება პრევენციისთვის მუშაობას კვლავ აგრძელებს.

ვირუსის მასშტაბები იზრდება - კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა უკვე 80-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 3 ჯერ გაიზარდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაშიც. საფრანგეთში ვირუსით 3 ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთში ვითარების ადგილზე გასაცნობად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაემგზავრება. პნევმონიის გამომწვევი ვირუსის სამკურნალოდ შესაბამისი ვაქცინა ამ დრომდე არ არსებობს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დეკემბერში ქალაქ უხანში დაფიქსირდა. ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში სამედიცინო ნიღბების დეფიციატი.

დღის ამბები