26 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლისგან იზოლაციაში ამყოფებს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქმესთან კავშირს უარყოფს

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ვეღარ მოინახულებს - ამის შესახებ განცხადება მისმა უფლებადამცველმა გააკეთა. ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ჯაბაურს მონახულების უფლება და მასთან კონტაქტი დედის, მანანა არჩვაძის განცხადების საფუძველზე შეუზღუდეს, რის შესახებაც, უფლებადამცველის თქმით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო.

ადვოკატი მიზეზად, ქონებრივ დავას არ გამორიცხავს. ანა ჯაბაური კი პრეზიდენტისგან პასუხს ითხოვს.

"საქართველოს პრეზიდენტი, ამ ფორმით, რომელმაც გადაფარა რეალურად საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება და ფაქტიურად, იზოლირება მოხდა ბატონი ცოტნე გამსახურდიასი მისი კანონიერი მხარდამჭერისგან. ჩვენ, არ ვიცით ამის რეალური მოტივები და ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ ინფორმაციაზე დეტალურ განმარტებას,“ - აცხადებს ადვოკატი ჯაბა კვარაცხელია. 

განცხადებას აკეთებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. ისინი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თურქეთში არანაირი წერილი არ გაგზავნილა. 

 

დღის ამბები