06 მაისი 2024,   23:51
ვრცლად
პრემიერის ინფორმაციით, მთავრობის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ობიექტებიდან 38-ზე მეტი უკვე პრივატიზებულია

მთავრობის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ობიექტებიდან, დღეის მდგომარეობით, 38-ზე მეტი ობიექტია პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორი როგორც ეკონომიკის განვითარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.

"მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთოთ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სამუშაო ადგილები. ბოლო ინიციატივა, რომელიც  ორი თვის წინ დავიწყეთ -"ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", წარმატებულად განვითარდა.

დღეის მდგომარეობით, 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც დავპირდით ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა.

მოგეხსენებათ, კერძო სექტორი როგორც ჩვენი ეკონომიკის განვითარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა," - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

დღის ამბები