02 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
ჩინეთიდან საქართველოს ევაკუირებული მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან - ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსთან ბრძოლის გზებზე სააკოორდინაციო საბჭომ შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან გამართა. ეს იყო პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა იმ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უნდა გატარდეს.

"საქართველოს აქვს გამოცხადებული მზადყოფნა კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის მხრივ. სრულიად მობილიზებულები ვართ მივიღოთ როგორც ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ დროისთვის ჩინეთში არიან და ვმართოთ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ეს დაავადება.

მოქალაქეები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ევაკუაციაზე, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც კარანტინის პერიოდს გაივლიან, რომელიც ამ დაავადებისთვის არის დადგენილი,"- აცხადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

"როცა იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ შემუშავებულიყო ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმა, დავიწყეთ მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან. მივიღეთ საფრანგეთიდან და თურქეთიდან თნხმობა, რომ საკუთარ მოქალაქეებთან ერთად, კარანტინს საკუთა ქვეყანაში გაატერებენ,"-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

"დროებით შეჩერებულია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. შეზღუდვა დროებითია და გადაიხედება, ჩინეთში, ეპიდემიური რისკების შეფაების შემდეგ,"-აცხადებს სამოქალაქო ავიაციის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე გაჩეჩილაძე. 

"რეკომენდაციებია ხელის ხშირად დაბანვა. ადამიანს თუ აქვს გრიპი, აუცილებლად იქონიოს პირბადე. ასევე რჩევაა თავი შეიკავონ მოგზაურობისგან და თუ აუცილებლად უწევთ წასვლა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დასკრინინდება,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე.

 

დღის ამბები