06 მაისი 2024,   20:33
ვრცლად
თვითმკვლელობის მცდელობა თუ კრიმინალური ფაქტი - ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მაჩაბელზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი

თვითმკვლელობის მცდელობა თუ კრიმინალური ფაქტი - რა მოხდა მაჩაბელის ქუჩის 7 ნომერში, რომლის გამოც ერთი ოჯახის ორი წევრი ამ დრომდე საავადმყოფოშია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ამ ეტაპისთვის, საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ დასრულებულია.

აღსანიშნავია, რომ დღეს ადგილზე დაშავებულთა ოჯახის წევრები არ გამოჩენილან.

"კურიერთან" საუბრისას მეზობლები ოჯახს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათ არც ხმაურისა და არც დაპირისპირების ხმა არ გაუგიათ. შესაბამისად მათთვის უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

"ის ძალიან კარგი ბავშვია, არც კი ვიცი ასე რატომ მოხდა. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არასწორია. არასოდეს არ გამოსულა ოჯახიდან ხმამაღალი საუბარი," - განაცხადა მეზობელმა.

გამოძიება გუშინ მომხდარი ფაქტის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა და დეიდამ მისთვის ხელის შეშლა სცადა. მეორე ვერსიით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

 ავტორი: დავით ცაგარელი

ამავე თემაზე
დღის ამბები