07 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
დედოფლისწყაროში "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" თანამშრომლების მორიგი აქცია გაიმართა

ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" თანამშრომლების აქცია დასრულდა. კომპანიის თანამშრომლებს დღევანდელ აქციაზე  საქართველოს ნავთობისა და გაზის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და კომპანიას აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ნავთობისა და გაზის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის, გოჩა კვიტატიანის თქმით, დაუშვებელია ნავთობმომპოვებელი კომპანიის მსგავსი ქმედებები, როცა 100-მდე ადამიანი 11 თვის ხელფასის მოლოდინშია და ამის პარალელურად კი  კომპანია ნავთობის გაყიდვას მალულად ცდილობს. 

აქცია დედოფლისწყაროში მდებარე ერთ-ერთ ნავთობბაზასთან დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

დღის ამბები