09 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
სტრატეგიის მთავარი ამოცანა იქნება, შემდეგ არჩევნებში დღეს არსებული მოდელით ხელისუფლება გავანადგუროთ - სერგი კაპანაძე

ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი კანდიდატის შერჩევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისივე თქმით, არსებული საარჩევნო მოდელით ხელისუფლებას ერთიანი კანდიდატით დაამარცხებენ.

"ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწევს შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ამ სამოქმედო სტრატეგიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ შემდეგ არჩევნებში იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, ხელისუფლება გავანადგუროთ. არსებული მოდელის მინუსი არის ის, რომ გამარჯვებული პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას იღებს. თუმცა, ოპოზიცია იქნება გამარჯვებული პარტია და ის მიიღებს შესაბამის უმრავლესობას, სწორედ ასეთი იქნება "ქართული ოცნების" დასასრული" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებას, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სხვა გზა აღარ აქვს და პირდაპირ რეპრესიებზე გადადის.

"ამ პოლიტიკური რეპრესიის სპეცრაზმი საქართველოში არის სასამართლო სისტემა. ორი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაბედა გიგი უგულავასთვის განსხვავებული სასჯელის მისჯა. უზენაესმა სასამართლომ უკვე გასამართლებული ადამიანი თავიდან გაასამართლა. ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ივანიშვილის ნებისმიერი დავალებების შემსრულებლები, საბოლოო ჯამში გახდნენ - სასამართლო, პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები," - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები