06 მაისი 2024,   22:27
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ხელისუფლება უკვე საფრთხის შემცველი გახდა - ანა ნაცვლიშვილი კონგრესმენის წერილზე

ვაშინგტონიდან გამოგზავნილ მორიგ კრიტიკულ წერილს, რომლის ავტორიც რესპუბლიკელი კონგრესმენი რენდი ვებერია, პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება.

ნაცვლიშვილის თქმით, წერილში აქცენტი  საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზეა დასმული, რაც ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი გახდა.

"ეს არის შეშფოთება, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების საპასუხოდ. წერილში აქცენტები არის დასმული იმაზე, რომ საქართველოს აქვს მკვეთრი უკუსვლა ეკონომიკური განვითარების და დემოკრატიის მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ხელისუფლება უკვე გახდა საფრთხის შემცველი,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები