06 მაისი 2024,   22:45
ვრცლად
მაგ სულელი ბავშვების თამაშის არავის არ სჯერა - ზურაბ ჯაფარიძე "ოცნების" შეთავაზებაზე

პარტია "გირჩის" ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების აღარავის სჯერა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ეს განცხადება ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეთავაზების საპასუხოდ გააკეთა. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას დღეს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.

"მე მგონი მაგ სულელი ბავშვების თამაშის, რომ ვითომ ისინი არ აკონტროლებენ სასამართლო ხელისუფლებას და ვითომ ეს შემთხვევითი დამთხვევაა, რომ უგულავა ციხეშია და ასევე დამთხვევაა, რომ რურუა იქ დააკავეს, სადაც კამერები არ იყო და ასევე დამთხვევაა, რომ ოქრუაშვილი ჩასვეს ციხეში, ამისი არავის არ სჯერა, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.

სანამ ასეთი დებილების როლს ითამაშებენ, არ მიყვარს ზოგადად სამედიცინო ტერმინების გამოყენება მაგრამ მაინც, მანამდე მათ არავინ არ დაუჯერებს. შესაბამისად ეს კიდევ აჩვენებს, რომ ისინი სერიოზულები არ არიან. ცხადია, მდინარაძეს ისედაც ვინ უყურებს სერიოზულად, მათთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს. უნდა დასერიოზულდნენ და მიხვდნენ, რომ ქვეყანაში კრიზისია და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, მანამდე ლაპარაკს აზრი არ ექნება,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

დღის ამბები