06 მაისი 2024,   22:13
ვრცლად
თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და ენმ - ოხანაშვილი

უმრავლესობის წევრები დიალოგის ჩაშლას ოპოზიციას აბრალებენ და აცხადებენ, რომ გიგი უგულავას საქმე საბაბად იქნა გამოყენებული. სესიაშვილის თქმით, ოპოზიცია რადიკალური ქმედებებით ცდილობს პროცესის დესტრუქციას.

"ქართული ოცნების" მხრიდან შეთავაზება, რომ დიალოგის გზით მივაღწიოთ სასურველ მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესს, ეს არის სწორი ნაბიჯი და ამას მხარს უჭერს აბსოლუტურად ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. თუმცა მეორეს მხრივ ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვხედავთ რადიკალურ პოზიციებს, რაც ჩემი აზრით მიზანმიმართულია თავად ამ პროცესის დესტრუქციისკენ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება თავად გიგი უგულავას აწყობს:

"რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მათ რჩევებს და სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე ვსხედვართ ჩვენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობა", რათა გამოიყენონ ეს საბაბად დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის. ეს გადაწყვეტილება ამ კონტექსტში თუკი ვინმეს საწინააღმდეგოდ და პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ესაა სწორედ მმართველი გუნდი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

დღის ამბები