02 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
მატეო სალვინი, შესაძლოა, 15 წლით დააპატიმრონ - იტალიის ყოფილი შს მინისტრი სასამართლოს წინაშე წარდგება

იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი სასამართლოს წინაშე წარსდგება. სალვინის მიგრანტების გემისათვის პორტების უკანონოდ დაკეტვის გამო ედავებიან.

დღეს იტალიის სენატმა ყოფილ მინისტრს დეპუტატის მანდატიც მოუხსნა.

სალვინიმ გასულ წელს, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იკავებდა, ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 116 მიგრანტს პორტში შესვლის უფლება არ მისცა. პროკურატურის მტკიცებით, სალვინიმ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის პოზიცია არ გაითვალისწინა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სალვინის დამნაშავედ სცნობს, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები