02 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა სათხილამურო კურორტი მოინახულა, სადაც კლიმატის ცვლილებების გამო თოვლის საფარი შემცირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შამონის სათხილამურო კურორტს ეწვია. კურორტზე კლიმატის ცვლილების გამო უკვე რამდენიმე წელია, თოვლის საფარი შემცირდა. მაკრონმა სიტუაცია მეცნიერებთან ერთად შეაფასა და გლობალური დათბობით გამოწვეული მყინვარების დნობის პრობლემა სპეციალისტებთან განიხილა.

საფრანგეთის სათხილამურო კურორტებზე თოვლის სიმცირე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

დღის ამბები