26 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
"თიბისიზე" განხორციელებული კიბერშეტევა გამოუძიებელია, ხელისუფლება გარკვეული ტიპის კიბერდანაშაულს მფარველობს - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ "თიბისი" ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევა გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, ამ დრომდე გამოუძიებელია, რაც მას უჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება გარკვეული ტიპის კიბერდანაშაულს მფარველობს.

"პირველი ყველაზე დიდი კიბერშეტევა მოხდა "თიბისი" ბანკზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაწოდეთ ყველა მონაცემი იმ დროინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. გავიდა თითქმის 2 წელი და არ არის დაძრული ეს გამოძიება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება არა თუ დაინტერესებულია მსგავსი ფაქტების გამოავლინოს, არამედ, უბრალოდ, მას ხელს აფარებს. ამას ემატება ის ბოტების და ტროლების უზარმაზარი ფაბრიკა, რომელიც Facebook-მა დაუხურა მმართველ პარტიას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, არაფერი გასაკვირი იმაში, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას ახორციელებს, არ არის. სერგი კაპანაძის თქმით, მისი გაკვირვება გამოიწვია პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომელიც მისი შეფასებით, ზედმეტად ლმობიერი იყო.

"არაფერი გასაკვირი იმაში, რომ კიბერშეტევას და ზოგადად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას რუსეთი ახორციელებს, არ არის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, აქამდეც ყოფილა კიბერშეტევები და აქამდეც რუსეთი იყო ამაზე პასუხისმგებელი.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ მორიგ ჯერ ორ ამ მასშტაბის კიბერშეტევა განახორციელა რუსეთმა და ძალიან მადლიერები ვართ ჩვენ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც მყისიერად მისცეს ამას უარყოფითი შეფასება და მოწოდებები გააკეთეს რუსეთის ფედერაციაზე. რა თქმა უნდა ცოტა გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ბატონი გახარიას შეფასება არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ჩვენი პარტნიორების, მაგრამ ესეც გასაგებია იმ კონიუნქტურიდან გამომდინარე, როგორიც ივანიშვილმა შექმნა ქვეყანაში," - აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები