08 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
"საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით" - აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

ელჩმა ისაუბრა მმართველობაში ქალთა მნიშვნელოვანი როლის მზარდ აღიარებასა და მათი ჩართულობის შედეგად დემოკრატიის საგრძნობ წარმატებაზე.

"საქართველომ, ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის. საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით.

შეერთებული შტატები აღიარებს ქალთა მნიშვნელოვან როლს მმართველობაში და არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების კომფორტულ მონაწილეობას,"- განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები